მზა შაბლონით დაწყება
მაღაზიის იერს მზა შაბლონით სწრაფად ცვლი. რედაქტორში დააჭირე „⋯“ → „შაბლონის შეცვლა“: „მთავარ“ გვერდზე იხსნება მაღაზიის შაბლონები, „პროდუქტზე“ — პროდუქტის გვერდის შაბლონები, „გადახდაზე“ — გადახდის გვერდის შაბლონები (იქ მხოლოდ ბრენდის ზოლი იცვლება, გადახდის ფორმა — არა). აირჩიე დიზაინი (მაგ. District, Atelier, Noir) და მისი ხასიათი (ფერი და შრიფტი), მერე დააჭირე „შაბლონის გამოყენება“. „მთავარზე“ შენი ფოტოები და ტექსტები ახალ შაბლონში გადმოყვება. წინა დიზაინი ავტომატურად ინახება: „⋯“ → „წინა დიზაინის აღდგენა“ მას დააბრუნებს. იგივეს „დიზაინის“ გვერდიდანაც აკეთებ: „შაბლონი“ → „შეცვლა“, ან ბარათი ჩამონათვალში „სცადე სხვა შაბლონი“. გახსოვდეს: რედაქტორში ახალ შაბლონს მყიდველი „გამოქვეყნების“ შემდეგ ხედავს, „დიზაინის“ გვერდზე კი — „შენახვის“ შემდეგ.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება